სკოლაში მონაწილეობის მსურველი უფრო მეტი აღმოჩნდა, ვიდრე გათვალისწინებული გვქონდა. ამიტომ, მშობლებთან და ბავშვებთან შეთანხმებით, გადავწყვიტეთ, სკოლის მუშაობა ადრე დაგვეწყო, რომ მეორე ნაკადის მიღებაც მოვასწროთ.
თუ ხარ V – X კლასის მოსწავლე და თუ გსურს, ხალისიანად და შინაარსიანად გაატარო 7 დღე, მაშინ ყურადღებით გაეცანი განცხადებას გურჯაანის რაიონის სოფ. ვაზისუბნის სამრევლო სკოლის შენობაში იხსნება უფასო საზაფხულო სკოლა V–X კლასის მოსწავლეებისთვის. სკოლა იმუშავებს 26 ივნისიდან 2 ივლისის ჩათვლით დილის 9.00-დან 12.30-მდე. სკოლაში მონაწილეობის მსურველების მშობლებმა განცხადებით უნდა მიმართონ სკოლის ორგანიზატორებს ა.წ. 25 ივნისის ჩათვლით, წერილობით ან ელექტრონულად. სკოლის ორგანიზატორები არიან: ვაზისუბნის საჯარო სკოლის პედაგოგი იამზე უტიაშვილი და გურამ ჭილაშვილის სახელობის გურჯაანის მე-4 საჯარო სკოლის პედაგოგი...
Комментарии
Отправить комментарий